LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნა უძრავი ქონების შესაძენად

94
ფორტუნა---715X400

იპოთეკური სესხით ბინის შეძენა ძალიან კარგი შესაძლებლობაა გაფართოებისთვის, საინვესტიციოდ, ან უკეთესი პირობების შესაქმნელად. თუმცა, ამ ტიპის სესხის აღება ძირითად შემთხვევაში, ძალიან ბევრი დოკუმენტაციის შეგროვებასა და ბანკში არაერთ ვიზიტს მოითხოვდა ხოლმე.

უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმამ Area.ge ეს რეალობა შეცვალა და რამდენადაც დაუჯერებლად უნდა ჟღერდეს იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნის შესაძლებლობა გააჩინა.

მოითხოვე იპოთეკური სესხი Area.ge-ს დახმარებით

არეაზე წარმოდგენილია, როგორც მშენებარე და ახალაშენებული, ასევე მეორეული გასაყიდი ბინების ყველაზე მეტი განცხადება. პლატფორმის მარტივი ინტერფეისი იძლევა საშუალებას, მახასიათებლების მონიშვნით იპოვოთ თქვენთვის სასურველი ქონება ნებისმიერ ქალაქსა, თუ უბანში. არეაზე არსებულ თითოეულ განცხადებას თან ახლავს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი, სადაც მონაცემების შეყვანის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია, მიუთითოს სასურველი თანხა, სესხის ვადა და სესხის კალკულატორით გადათვალოს, რა რაოდენობის თანხის შეტანა მოუწევს ყოველთვიურად, რის შემდეგაც პლატფორმიდან დისტანციურად, მარტივი ფორმის შევსებით გააკეთებს განაცხადს სესხის თაობაზე.

იპოთეკური სესხი Area-ზე საუკეთესო შესაძლებლობაა ნებისმიერი ტიპის ქონების შესაძენად, ზემოთ ხსენებული, უამრავი პროცედურის გვერდის ავლით.

რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკური სესხის მოთხოვნამდე?

განვმარტოთ რა არის იპოთეკური სესხი – ეს გახლავთ გრძელვადიანი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომლის მიზანიცაა უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი.

ქონება, რომელიც სესხის ასაღებად იპოთეკით უნდა დატვირთოთ შეიძლება იყოს თქვენს საკუთრებაში უკვე არსებული სახლი, ბინა ან ასევე ის, რომლის შეძენასაც ახლა იპოთეკური სესხით აპირებთ. რაც შეეხება სესხის საპროცენტო განაკვეთს, გრაფიკს, საშეღავათო პერიოდს, თანამონაწილეობას, ამ დეტალებს კომერციული ბანკის შეთავაზებები და კლიენტთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები განსაზღვრავს.

საქართველოში იპოთეკურ სესხს ძირითადად ლარში, დოლარში ან ევროში გასცემენ, თუმცა, ინდივიდუალური მოლაპარაკებების საფუძველზე შესაძლებელია, განსხვავებულ ვალუტაშიც აღება. დღესდღეობით, ყველაზე დაბალ პროცენტში იპოთეკური სესხი ევროში გაიცემა.

იპოთეკური სესხის აღება შეუძლია 22-70 წლის საქართველოს მოქალაქეს შემოსავლების დადასტურების საფუძველზე. დადასტურება არ ნიშნავს მხოლოდ ოფიციალურად დარიცხული ხელფასის არსებობას. შესაძლებელია, სესხის მოთხოვნისას, შემოსავლების დამადასტურებლად წარდგენილ იქნეს,  ფულადი გზავნილების, ჩარიცხვებისა ან/და გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

AREA.GE -დან სესხის დისტანციურად მოთხოვნისთვის, მარტივი ფორმის შევსებაა საჭირო პირადი მონაცემებით, მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ კი, სამ სამუშაო დღეში დაგიკავშირდებათ ბანკის წარმომადგენელი, დააზუსტებს დეტალებს და დაიწყებს სესხის გაცემის პროცედურას.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები