LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იპოვეს Honda Civic, რომელსაც 1,6 მილიონი კილომეტრი აქვს გავლილი

148
honda-civic-1000000

Facebook-ის მომხმარებელმა სახელით HondaPro Jason-მა თავის გვერდზე Civic სედანის ფოტო გამოაქვეყნა. ავტომობილი 2005 წელსაა გამოშვებული და ოდომეტრი მაქსიმალურ 999 999 მილს ანუ 1 609 000 კილომეტრს აჩვენებს.

„რეკორდული“ Honda ტექნიკურ დათვალიერებას რეგულარულად გადიოდა და პრობლემაც არასდროს ქონია. ავტომობილმა ორიგინალი ძრავი და ტრანსმისია შეინარჩუნა.

ზოგადად, მაღალი გარბენი ამერიკისთვის უჩვეულო ფაქტი ნამდვილად არ არის. 2018 წელს ცნობილი გახდა ავტომოყვარული ფარე ჰეინსის შესახებ, რომელმაც თავისი Hyunda Elantra-თი მილიონ მილზე მეტი გაიარა. ჰეინსი წელიწადში 200 ათას მილს, ანუ 320 ათას კილომეტრს გადის. მისი სედანი ორიგინალი ძრავითაა აღჭურვილი და ჩვეულებრივი ავტომობილისგან არაფრით განსხვავდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g