„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთო კახიძე სამართლადმცველებს მადლობას უხდის. როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, მას მოტოციკლეტის სახელური მოპარეს, თუმცა მან რამდენიმე წუთში გაანახლა სტატუსი და სამართალდამცველებს დაკარგული ნივთის ოპერატიულად პოვნისთვის მადლობა გადაუხადა.
“პოლიციამ ყველაფერი გააკეთა პროფესიონალურად. კამერის კადრში მოტოციკლეტი კარგად ჩანს, დარწმუნებული ვარ, მოძებნიან და იპოვნიან ქურდს.Update: სახელური იპოვნეს! ძალიან ოპერატიულად! მადლობა ბათუმის პოლიციას.”