LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა: “ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს”

246
BeFunky-collage (1)

ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატს, ოთო კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ამბობს, რომ სახლში, თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს, ამასთან, გეგმავს, რომ საარჩევნო კამპანია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით გააგრძელოს.

“მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით.

თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში.

ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.

თუ მოქალაქეების 90% გამოიყენებს პირბადეს ყველგან, ინფექციის გავრცელება 70%-ით შემცირდება – საკოორდინაციო საბჭო

ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს.

ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს“. – წერს ოთო კახიძე.

უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ რეგულაციებს, სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს: გამყრელიძე

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს სხვის შეცდომებზე” – როგორია კოვიდთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილების კლინიკური ასპექტები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები