LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს… რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გასავლელია და ამაზე კომუნიკაციაა საჭირო“ – „გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“

133
მიხეილ დაუშვილი

„ჩვენ რაც მოვისმინეთ, ამ დოკუმენტში რეფორმების გეგმაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმების გეგმა სწორია და ამ რეფორმების განხორციელებას მხარს დავუჭერთ“ – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქარტიაში არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კითხვები აქვთ და პრეზიდენტთან კონსულტაციას გამართავენ.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

მისივე თქმით, კითხვები აქვთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტექნიკური მთავრობა და ვადამდელი არჩევნები.

„ჩვენ რაც მოვისმინეთ, ამ დოკუმენტში რეფორმების გეგმაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმების გეგმა სწორია და ამ რეფორმების განხორციელებას მხარს დავუჭერთ.

რაც შეეხება ქარტიის მხარდაჭერას, ქარტიაზე ხელმოწერას და შეერთებას – იქ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გასავლელია და ამაზე კომუნიკაციაა საჭირო. პირველ რიგში, გვექნება კომუნიკაცია და ამის შემდეგ გეტყვით, როგორი იქნება ჩვენი პოზიცია უშუალოდ ქარტიის მხარდაჭერისა და შეერთების ნაწილში“- განაცხადა დაუშვილმა.

დაუშვილის განცხადებით, პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ იტყვის პარტია თავის პოზიციას:

„არის საკითხები დროებითი ტექნიკური მთავრობის და ვადამდელი არჩევნების შესახებ, კიდევ არის სხვა საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. არ მინდა, წინასწარ მოვლენებს გავასწრო. ამ თემაზე საუბარი გვჭირდება პრეზიდენტთან, ინიციატორებთან და ამის შემდეგ გეტყვით ჩვენს პოზიციას, შევუერთდებით თუ არა ქარტიას“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

გარდა ამისა, დაუშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შესახებ.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას არც განვიხილავდით და არც მომავალში განვიხილავთ“ – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა. პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g