LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება სპეცტრანსპორტი – რამდენიმე საათში დავიწყებთ აქტიურ კამპანიას, თუ როგორ უნდა მოვიდეს მოქალაქე ვაქცინაციის ცენტრში: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

78
გიორგი წოწკოლაური

“რამდენიმე საათში დავიწყებთ აქტიურ კამპანიას, თუ სად შეიძლება მიბრძანდეს ადამიანი, ისარგებლოს ტრანსპორტით, მოვიდეს ვაქცინაციის ცენტრში და მიიღოს ის სიკეთე, რაც არის ვაქცინაცია,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს უკვე დაუგროვდა გამოცდილება, როგორ უნდა იმოქმედოს აღნიშნულ ვითარებაში და განმარტა, რომ მოქალაქეებს სპეცტრანსპორტები მოემსახურება:

“რაც შეეხება ტრანსპორტის აკრძალვის თემას, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უკვე გასული წლიდან მოყოლებული დაგვიგროვდა გამოცდილება აღნიშნულ ვითარებაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ.

ვიყენებთ ამ გამოცდილებას. იქნება სპეცტრანსპორტები. ეს იქნება უბნების მიხედვით განაწილებული და მათი გეზი იქნება ხალხის მოყვანა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრთან.

ამის გარდა, კიდევ რამდენიმე ვარიანტი მუშავდება, რომ კიდევ უფრო ფართოდ ჩავშალოთ მოსახლეობაში ტრანსპორტით მომსახურება და უახლოეს საათებში ესეც გახდება ცნობილი. რამდენიმე საათში დავიწყებთ აქტიურ კამპანიას, თუ სად შეიძლება მიბრძანდეს ადამიანი, ისარგებლოს ტრანსპორტით, მოვიდეს ვაქცინაციის ცენტრში და მიიღოს ის სიკეთე, რაც არის ვაქცინაცია.” – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g