LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება სულ არ უნდა ქმარი ჰყავდეს და აჩენს ისე, ვინ მოგცათ ნება დედობის უფლება წაართვათ? – თამარ ხასაია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1828
tamarxasaianews

ენდოკრინოლოგი თამარ ხასაია სოციალურ ქსელში ინ ვიტრო განაყოფიერების გარშემო აგორებულ თემას ეხმიანება. ექიმი წერს, რომ ქალებისგან წამოსული აგრესია ბულინგის ტოლფასია და ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს:

„სუროგაციის აკრძალვის თემა, რომ იდიოტობაა ამაზე არ ვილაპარაკებ. არც იმაზე, რომ თურმე გერმანიაში საერთოდ არ კეთდება ინ ვიტრო გამაყოფიერება. ყველაზე უფრო ქალებისგან წამოსულმა აგრესიამ გამაოცა კომენტარებში იმ ქალების მიმართ ვინც მარტოხელა დედაა ან სუროგაციას საჭიროებს. ასეთი არატოლერანტული ქალი ქალის მიმართ?.. ვთქვათ დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ჩაუტარდა საშვილოსნოს ექსტირპაცია ( ამოუღეს საშვილოსნოს) მას აქვს შანსი ჰყავდეს ბილოგიური შვილი. არ დავეხმაროთ? ვინ მოგცათ ნება დედობის უფლება წაართვათ? რა ჯიში ხართ ან რამ დაგაბრმავათ? იქნება სულ არ უნდა ქმარი ყავდეს და აჩენს ისე, ვინ დაგაყენათ სხვის ლოგინთან დარაჯად?.. პოლიტიკა იქით იყოს. ქალები ვისაც გყავთ შვილი და ქმარი, რამ გაგაცოფათ ასე, რატომ არის თქვენი სადარდებელი მეზობლის ქალი ქმრისგან გააჩენს, საყვარლოსგან თუ იშვილებს? …

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები