LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პაციენტი დიაბეტისა და მიომის სამკურნალოდ „საავიაციო ნავთს“ სვამდა!” – ექიმი თამარ ხასაია

3211
tamarxasaianews-2020-09-01-12-15-37-415825

ცნობილი ენდოკრინოლოგი თამარ ხასაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ კონსულტაციაზე პაციენტისგან გამაოგნებელი რამ მოისმინა.

ხასაია აღნიშნავს, რომ პაციენტი დიაბეტისა და მიომის სამკურნალოდ „საავიაციო ნავთს“ სვამდა.

,,თუ რამე გამაკვირვებს ,,ქართული დიაბეტის თვითმკურნალობაში” არ მგონია ხოლმე, მაგრამ მაინც ახერხებენ ხოლმე ჩემს გაოცებას თუ გაგიჟებას. სამი დღის წინ დამირეკა კოლეგამ პაციენტია მოსამზადებელი საოპერაციოდ, დიდი ხნის ანამნეზია და 300მგ/დლ მეტი შაქარიო. ნუ რა თქმა უნდა იმ დღესვე მივიღე კონსულტაციაზე. აბა ვინმეს თუ გეყოფათ ფანტაზია რას ღებულობდა დიაბეტისთვის და მიომისთვის? – ,,საავიაციო ნავთს”, დიახ, არ მოგესმათ ნავთს! წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება მოსვლოდა საყლაპავის ან კუჭის ლორწოვანს ან ღვიძლს! რამე, რომ გართულდეს და ღმერთმა არ ქნას რამე დაემართოს, ექიმები ვიქნებით დამნაშავე და ისეთ საიტერესო სიუჟეტს გამოაცხობენ, როგორც თქვენი მოწონებული, იმას კი არავინ იკითხავს დროზე მივიდა ექიმთან ან რას აკეთებდა. მთელი საათი ენაზე ტყავი, რომ გადამძვრა, გლიკემიური პროფილის არის ვამეცადინე და დავუხაზე. ახლა მირეკავს დილა-საღამოს გაიზომა შაქარი. დანარჩენი-თქო? დილა-საღამოს გავიზომე და დანარჩენი რა ვიცი ახლაო :))) აი ასე. 12 წელი სწავლა და კლინიცისტობა კი არა კვატი. იტყვი რასაც ფიქრობ და უხეში ხარო,”-წერს თამარ ხასაია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები