LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება თუ არა თბილისი ავტომობილების გარეშე – კალაძე მსჯელობას გვთავაზობს

235
tbilisi-pan

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ გარკვეული დროით ავტომობილებით მოძრაობის აკრძალვაზე მსჯელობა მიმდინარეობს. კვირაში ან თვის განმავლობაში რამდენიმე დღით ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის ინიციატივა კახი კალაძეს ეკუთვნის და ამის შესახებ ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. მერი განმარტავს, რომ საკითხი დასახვეწია და მოქალაქეებმა თავად უნდა განსაზღვრონ “თვეში ერთი დღე ვიყოთ ავტომობილების გარეშე თუ ორი”. კალაძის თქმით, საკითხს უკვე დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერაც მოჰყვა, თუმცა ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა. ამის შესახებ კალაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული შეზღუდვის გამო გაიწმინდა ჰაერი, თუმცა ეს მოცემულობა შენარჩუნებას საჭიროებს, ამიტომ კალაძე კონკრეტული ღონისძიებების გატარებას გეგმავს.

„ვაჩუქოთ ერთი დღე ჩვენ შვილებს, ჩვენ ჯანმრთელობას, მომავალ თაობებს, ეკოლოგიურ მდგომარეობას. კვირაში ერთი დღე იყოს ავტომობილების გარეშე თუ – ორი, ეს მსჯელობის საგანია. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ამ დისკუსიაში და თავად განსაზღვროს, როგორ გაკეთდეს ეს ყველაფერი. ჩვენ მივცემთ ამის შესაძლებლობას და შევქმნით შესაბამის პლატფორმას. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ საკითხს. ჰყავს მხარდამჭერების დიდი რაოდენობა და ასევე არიან ადამიანები, ვინც ამ ინიციატივას ეწინაააღმდეგებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე მსოფლიო სატრანსპორტო გამოცდილების წინააღმდეგ – თბილისის მერს შაბათ-კვირას მანქანების აკრძალვის იდეა გაუჩნდა

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ბევრი ადამიანი გრძნობს, როგორ გაიწმინდა დედაქალაქში ჰაერი. ამას შენარჩუნება სჭირდება. 2019 წლის მარტის ან აპრილის მონაცემებს თუ შევადარებთ მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდს, ვნახავთ რამხელა სხვაობაა, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ამას ყველაფერს მოფრთხილება სჭირდება და ყველა მიმართულებით მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. იქნება ეს გამწვანებითი სამუშაოები, მწვანე სივრცეების შექმნა თუ სხვა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში გამოასწორებს არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g