„ნიჭიერის“ და „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ შემდეგ „იმედი“ „იქს ფაქტორს“ იწყებს. შოუ კასტინგს აცხადებს მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ კარგი ვოკალური მონაცემები აქვს და სურს, საკუთარი ტალანტი დიდ აუდიტორიას გააცნოს.
შოუს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია:
„X ფაქტორის კასტინგები იწყება❗️❗️❗️
🎙️ თუ გაქვთ ვოკალური მონაცემები და გსურთ გრანდიოზულ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა – იქს ფაქტორი გელით იმედზე!
🎉 27 და 28 იანვარს, გელოდებით შესარჩევ კონკურსზე თბილისში!
🕛 ქასთინგი დაიწყება 12 საათზე
📍 მისამართი: ლუბლიანას 5, ტელეკომპანია იმედი
X ფაქტორი – დიდი აღმოჩენების დრო დგება!“