LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქს ფაქტორის“ პირველი გადაცემა ეთერში დღეს გავა – მენტორების მიმართვა

403

მუსიკალური მეგაშოუ „იქს ფაქტორის“ პირველი გადაცემა ეთერში დღეს, 10 აპრილს, საღამოს ათ საათზე გავა, „რუსთავი 2“-ის ეთერში. პირველი გადაცემები, რომლებიც შესარჩევ ტურებს მოიცავს, ჟიურის წევრებისა და დარბაზის მონაწილეობით, ჩაწერილია, ლაივები კი ამ ეპიზოდების დასრულების შემდეგ დაიწყება, როდესაც უკვე შერჩეული კონკურსანტები ერთმანეთს შეეჯიბრებიან.

„იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრები არიან ლელა წურწუმია, გიორგი გაბუნია, სოფო ნიჟარაძე და სტეფანე მღებრიშვილი. მათ ერთობლივი ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც დღევანდელი გადაცემის ნახვისკენ მოგვიწოდებენ.

როგორც ამბობენ, საკმაოდ საინტერესო მონაწილეები და სეზონი გველოდება, ასე რომ, დღეს ათ საათზე, „რუსთავი 2“-ის ეთერში მუსიკალური სანახაობისთვის მოემზადეთ.

https://www.facebook.com/GioGabu/videos/10154511240786094/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g