LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ალასანია: „მგონია, რომ რაღაც ეტაპზე, ქუჩის აქციები უნდა გადაიზარდოს რაღაც მოლაპარაკებაზე და გადაიზარდოს პოლიტიკურ პროცესში… აქცენტი უნდა გაკეთდეს კონკრეტულ მიზნებზე და იმედი მაქვს, ასეც მოხდება“

360
ირაკლი ალასანია

„მე მგონია, რომ რაღაც ეტაპზე ქუჩის აქციები უნდა გადაიზარდოს რაღაც მოლაპარაკებაზე და გადაიზარდოს პოლიტიკურ პროცესში“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში, ირაკლი ალასანიამ განაცხადა „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში „2150“, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრის დროს განაცხადა.

ირაკლი ალასანიას თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს კონკრეტულ მიზნებზე და იმედი აქვს, ასეც მოხდება.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ოპოზიციურმა პარტიებმა მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

„ჩემი აზრით, უნდა მიიღოს ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა…

ვერ ვიტყვი, როდის დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები ყველა ვარიანტში შედგება და ამისთვის საზოგადოება სერიოზულად უნდა მოემზადოს. ყველა ვარიანტში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები იქნება ცვლილებების არჩევნები“, – განუცხადა ირაკლი ალასანიამ „რადიო თავისუფლებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g