LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ალასანიას დედა გარდაეცვალა

413
irakli

ირაკლი ალასანიას დედა გარდაიცვალა. ამის შესახებ ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ირაკლის დედა გარდაიცვალა. შაბათს 2-ზე დავკრძალავთ.
ჩემი შვილების ერთადერთი, ერთგულად რომ ცოცხლობდა აქამდე, ბებოც წავიდა. ნიკუშას დახვდა დაძინებული. ძალიან კარგი ექიმი, კინოგმირივით ღირსეული ქალი, საოცარი თვისებების, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო და რა უცნაური რამეა, რომ შვილიშვილებისთვის მაინც ისაა ხოლმე მთავარი, რომ ბებოები დედაზე გემრიელ კარტოფილს წვავენ. ნიკუშას ერთერთი საყვარელი იუმორისტული ხაზი სადილის მერე დოდოსთან დარეკვა და თქმა იყო, როგორ ცუდად გამოვკვებე და როგორ შეცდა და ნანობს, რომ მასთან მისვლა ვერ მოახერხა“, – წერს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე.

ოჯახი სოციალურ ქსელში უამრავ სამძიმარს იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები