LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ალასანიას თქმით, დადასტურდა, რომ დელტაკომი ტყუოდა

102

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის პროცესი განახლდა. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ. ასევე, განიხილეს მტკიცებულებები, დაიკითხა “დელტაკომის” ხელმძღვანელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერები ირაკლი ალასანია, დავით ონოფრიშვილი, თამაზ შიოშვილი, თამარ კეკენაძე და ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდნენ.

“დადასტურდა , რომ დელტაკომი აქამდე ტყუოდა და მთელი ბრალდება ტყუილზე იყო აგებული. ეს დადასტურდა უკვე სხვა მრავალი ჩვენებით და იმითაც, რომ “დელტაკომი” იტყუებოდა, როდესაც თქვა, რომ შს სამინისტროს პრაქტიკულად უფასოდ ემსახურებოდა. ამიტომ ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ვინც ამ პროცესს ვაკვირდებით ერთი რამ არის ცალსახა, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. პროკურატურა პრაქტიკულად მთლიანად ბრალდების მთავარი ინსტრუმენტის გარეშე დარჩა და ერთადერთი რაც უნდა მოხდეს, რა მოლოდინიც გვაქვს, არის ის, რომ დადასტურდეს კიდევ ერთხელ სასამართლოს მიერ ამ ადამიანების უდანაშაულობა. იმედია, რომ სასამართლო უფრო მეტ დროს აღარ წაიღებს და ძალიან მალე დასრულდება პროცესები და ყველა ბრალდებული და ეჭვმიტანილი გამართლდება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები