LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ასლანიშვილი: ესტონურ მოდელზე გადასვლა კომპანიებს საგადასახადო ტვირთს შეუმსუბუქებს

107

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი ფიქრობს, რომ მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა კომპანიებს საგადასახადო ტვირთს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული რეფორმით ესტონეთმა მოკლე დროში ნახა ფინანსური შედეგები.

„კერძოდ, გადასახადმა მოიმატა როგორც დღგ-ს ნაწილში, ასევე საშემოსავლო ნაწილში, შესაბამისად, ყველაზე მეტი ეფექტი, რასაც ჰქონდა ესტონეთში და ვფიქრობთ იგივე ეფექტი ექნება საქართველოში, არის ის, რომ საგადასახადო ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდათ კომპანიებს. ვიცით, რომ დავების დიდი ნაწილი ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში განიხილება სწორედ მოგების არასწორი კალკულაციიდან ან შემოსავლების სამსახურიდან შემოწმების პერიოდში. ამიტომ ეს რეფორმა იქნება მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ითხოვს დამატებით მსჯელობას და კონსულტაციებს, თუმცა დასაწყისი არის კარგი,“ – განაცხადა ასლანიშილმა.

მისივე თქმით, მომავალში ამ სისტემის ადმინისტრირების პრობლემას ვერ ხედავს.

„ახლა მილიარდ ლარზე მეტია მოგების გადასახადი, რაც ბიუჯეტში შედის, თუმცა ეს ციფრი არ იქნება ის, რაც დააკლდება ბიუჯეტს და დარჩენილი თანხის – 500 მილიონის ფარგლებში შეიძლება იყოს თავისუფალი სივრცე დარჩენილი, თუმცა, არამგონია ამის შევსება რთული იყოს ბიუჯეტიდან“ – აღნიშნა ასლანიშვილმა.

საგადასახადო ლიბერალიზაციაზე  და ესტონური მოდელის დანერგვაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 15 იანვარს გააკეთა. ინიციატივა მოგების გადასახადის დაბეგვრის მექანიზმის შეცვლას გულისხმობს. კერძოდ, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g