LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ბეჟუაშვილი სწავლას ოქსფორდის უნივერსიტეტში გააგრძელებს

256
ირაკლი ბეჟუაშვილი

„ევროპული სკოლა“ კიდევ ერთი ახალგაზრდის წარმატების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას – სკოლის კურსდამთავრებული, ირაკლი ბეჟუაშვილი სწავლას ოქსფორდის უნივერსიტეტში გააგრძელებს.

როგორც „ევროპული სკოლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი ბეჟუაშვილი სწავლას გააგრძელებს ოქსფორდის უნივერსიტეტის Blavatnik School of Government-ში, სადაც მიიღებს საჯარო პოლიტიკის მაგისტრის (MPP) ხარისხს.

„სიამაყით გიზიარებთ ირაკლი ბეჟუაშვილის შთამაგონებელი წარმატების ისტორიას. ის სწავლას გააგრძელებს ოქსფორდის უნივერსიტეტის Blavatnik School of Government-ში, სადაც მიიღებს საჯარო პოლიტიკის მაგისტრის (MPP) ხარისხს.

კოლუმბიის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხის მიღებასთან ერთად, ირაკლიმ გამორჩეული აკადემიური შედეგებისა და ლიდერული მიღწევების დემონსტრირება შეძლო. უნივერსიტეტში ირაკლი მოხვდა 15 სტუდენტს შორის, ვინც პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის თეზისის დაწერისთვის შეარჩიეს, ეკავა წამყვანი პოზიციები სტუდენტურ ორგანიზაციებში, იყო CMUNNY-ის გენერალური დირექტორი, Columbia European Society-ის პრეზიდენტი, არნოლდ ა. ზალცმანის ომისა და მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის სტიპენდიატი და Pi Sigma Alpha-ს – პოლიტიკური მეცნიერების ნაციონალური საპატიო საზოგადოების წევრი.

ირაკლი ბეჟუაშვილი უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთაც მნიშვნელოვან საქმიანობას ეწეოდა: მუშაობდა გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის მრჩევლად, European Horizons -ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ. იგი არის Action for Community Transformation (ACT) Georgia-ს დამფუძნებელი, წარმატებით ითანამშრომლა ევროპის პარლამენტთან, Jamestown Foundation-თან, და Çalık Holding-თან.

ირაკლის გზა არის ლიდერობისა და საზოგადოების სამსახურის ნათელი მაგალითი!

ვულოცავთ ირაკლის და წარმატებებს ვუსურვებთ გლობალურ ასპარეზზე ცვლილებების შეტანის გზაზე!“ – წერია „ევროპული სკოლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#EuropeanSchool #AlumniSuccess #OxfordUniversity #UCCO 📣„ევროპული სკოლის" კურსდამთავრებული ირაკლი ბეჟუაშვილი სწავლას…

Posted by European School – ევროპული სკოლა on კვირა, 27 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g