ჩვენ არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და დაიმახსივროს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, რომ „საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“
ირაკლი ბერიას თქმით, საქართველო ეროვნული ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესაბამისად მოქმედებს და უკრაინას ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.
„ამის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი ნაბიჯები და დახმარება იყოს ქმედითი, პროდუქტიული და შედეგიანი. ამ მიმართულებით ჩვენს ნაბიჯებს ძალიან კარგად იცნობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ ალექსეი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას.
არესტოვიჩი: მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს მოაწონოს თავი რუსეთს