მსახიობი, ირაკლი ჩხიკვაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას შეუერთდა.
მსახიობი საზოგადოებას აქციებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს და მათ შორის მიმართავს კოლეგებსაც.
„მივმართავ ჩემს კოლეგებს, გამოდით ხალხო, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენი შვილების წინ დავდგეთ…
მე ვფიქრობ, რომ მთელი დღე და ღამე აქ უნდა ვიდგეთ.
გამოდით გარეთ, ისევ ჩვენს შვილებს ურტყამენ. ძალიან ბევრი ვართ და შემოგვიერთდით. უნდა ვანახოთ, რომ ჩვენ ვართ ბევრნი და ეს ქვეყანა არის ჩვენი.
არც ერთი ხელისუფლის, ვინც არ უნდა მოვიდეს ან წავიდეს, არც ერთის არ არის ეს ქვეყანა, საქართველო არის ჩვენი!“ – აღნიშნა ჩხიკვაძემ.