„ჩვენ თვლით, რომ ადვოკატთა ასოციაციამ და ჩვენ ეთიკური დემოკრატიის ბრძოლა ვაჩვენეთ. დემოკრატიის წესები ასეთია, უმრავლესობა იმარჯვებს“, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს
ჩომახაშვილმა, რომელიც მეორე ტურში დამარცხდა, ადვოკატებს დამოუკიდებლობა უსურვა „ამ რთულ პერიოდში, რომელსაც დღეს გადის ადვოკატურა და ადამიანის უფლებები ქვეყანაში“.
„მინდა ერთიანობა ვუსურვო ადვოკატთა ასოციაციას. ელექტრონული შედეგების თანახმად გაიმარჯვა ირაკლი ყანდაშვილმა. მინდა, მივულოცო მას. მინდა ადვოკატებს ვუსურვო დამოუკიდებლობა ამ რთულ პერიოდში, რომელსაც დღეს გადის ადვოკატურა და ადამიანის უფლებები ქვეყანაში. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ასობით ადვოკატს, რომელმაც მხარი დამიჭირა. ასევე მათაც, ვინც ჩემს კონკურენტს დაუჭირა მხარი. ეს არის დემოკრატია. ჩვენ თვლით, რომ ადვოკატთა ასოციაციამ და ჩვენ ეთიკური დემოკრატიის ბრძოლა ვაჩვენეთ. დემოკრატიის ასეთი წესებია, უმრავლესობა იმარჯვებს“, – აღნიშნა ირაკლი ჩომახაშვილმა.
შეგახსენებთ, პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს.ამ დროისთვის, არსებული მონაცემებით, ირაკლი ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ჩომახაშვილმა – 1366.
