LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ფავლენიშვილი: „ახალაიას დაკავების მიზეზია, დღის წესრიგში არ იყოს ლილუაშვილის საქმე“

125
ირაკლი ფავლენიშვილი

„მიზეზი, რის გამოც ბაჩო ახალია დააკავეს, არის ის, რომ ახლა დღის წესრიგში არ იყოს ლილუაშვილის საქმე, ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან და ძლევამოსილ ინსტიტუციას ივანიშვილის პირობებში ხელმძღვანელობდა ადამიანი, რომელიც იყო ღრმა და ყოვლისმომცველ კორუფციაში ჩაფლული“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებას „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ირაკლი ფავლენიშვილის სიტყვებით, „ბაჩო ახალაიას ბოლო თვეების განმავლობაში უტრიალებენ და ეს არ არის დღეს მიღებული გადაწყვეტილება“.

„მთელი ივანიშვილის გუნდი წლების განმავლობაში ყოფილან ან „დიფ სთეითის“ აგენტებისგან შემდგარი ან ღრმად კორუმპირებული, ხალხის ფულის მძარცველებისგან. ფასების ზრდაზე და იზოლაციაზე რომ ვისაუბროთ, ამის ნაცვლად უნდა ვისაუბროთ ბაჩო ახალაიას თითქოს მოწყობილ 4 ოქტომბრის სცენარზე.

ვინც შემხვდა ყველა ამას ამბობდა, ეს არის თემის გადაფარვა. ბოლო თვეების განმავლობაში უტრიალებენ ბაჩო ახალაიას და დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ გახლავთ. თაროზე ჰქონდათ შემოდებული და როცა საჭიროდ ჩათვლიდნენ, მაშინ დადებდნენ მაგიდაზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სუს-ი – მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებაზე, გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია დაკავებულია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g