მომღერალი ირაკლი ფირცხალავა სხვა ვარკსვლავების მსგავსად კვლავ „შვებულებაში“ იმყოფება. საქართველოში სტუმრობის შემდებ, იგი დასასვენებლად პორტუგალიაში გაემგზავრა. – წერს რუსული პრესა.
სწორედ პორტუგალიაში გაუსინჯა გემო მომღერალმა წყალქვეშ ნადირობას, სპეციელური ეკიპირებით შემოსილმა მომღერალმა ზღვის ფსკერზე იმოგზაურა.
ძალიან მალე მან თავისი პირველი „ნანადირევის“ ფოტო, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, ერთ-ერთი ფანისგან კი უმალვე ბრაკონიერის სახელი მიიღო. „ბრაკონიერება – ეს არის როდესაც დინამიტით ან „შოკით“ ცდილობ თევზის მოპოვებას, ხოლო როდესაც სპეციალური ეკიპირებით შეიარაღებული, ფსკერზე ეშვები ეს ნადირობაა „ – უპასუხა მომღერალმა.
