პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო.
ფოტოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 სექტემბერს გაემგზავრა.
საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების რეალურ დროში განახლებისთვის მონიტორინგის სისტემა შექმნა.
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით დღეს მიმართავს.