LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: მიუღებელია – ვირჩევდი, უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს აშშ-ს ელჩის მისამართით

50
Untitled design

საქართველოში აშშ-ს ელჩთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის „მიუღებელია და ისურვებდა, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს“.

ღარიბაშვილის თქმით, მისი პირადი ვალდებულებაა, შეინარჩუნოს და განამტკიცოს პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია, აქ სპეკულაციის მიზეზი არ არსებობს. ჩვენ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ეს ურთიერთობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჩემთვის პირადად მიუღებელია, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე ამერიკის ელჩის მისამართით. ეს არის ჩემი აზრი. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ. არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. ჩვენ უძველესი ერი ვართ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება. შეიძლება განსხვავებები გქონდეს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება სხვაც არ მეთანხმებოდეს, ეს ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ნურავის განვიკითხავთ, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, მაგრამ არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთის მიმართ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება“, – აღნიშნავს პრემიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები