LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი : წელს გვაქვს უპრეცედენტოდ მშვიდი არჩევნები

83

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წელს უპრეცედენტოდ მშვიდი არჩევნებია, ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც ის ცოლთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად მივიდა.

„ვიზიარებ შეფასებას, რომ წელს გვაქვს უპრეცედენტოდ მშვიდი არჩევნები და მე, ჩემს მეუღლესთან ერთად, გავაკეთე არჩევანი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, ხმა მივეცი მშვიდობას,თავისუფლებას, სტაბილურობას და წინსვლას.“

რაც შეეხება კითხვა, ფიქრობს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ის ბევრ რამეზე ფიქრობს“, დამატებითი კომენტარების გაკეთებისგან კი თავი შეიკავა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g