LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილის ნებისმიერ გააქტიურებას მივესალმები – ეკა ბესელია

121
1545895191_beselia-1

ირაკლი ღარიბაშვილის ნებისმიერ გააქტიურებას მივესალმები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებებს უსურვებს.

„პოლიტიკურ მიმომხილველად არ გამოვდგები. წარმატებას ვუსურვებ მათ, ვისთანაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ მაკავშირებს. ირაკლის წარმატებას ვუსურვებ, თუ ის გააქტიურდება, რადგან მას პირადად ვგულშემატკივრობ. ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ყველაფერს. ამას უნდა მივეჩვიოთ, რომ ქვეყანაში და მმართველ პარტიაშიც უნდა არსებობდეს ფუნქციების გადანაწილების და საპასუხისმგებლო პოზიციებზე ადამიანების შერჩევის სწორი კრიტერიუმები. თუ ეს მოდელი გამართული არ არის, ერთი ადამიანი ვერც პარტიაში და ვერც ქვეყანაში ვერ წარმართავს პროცესებს. პარტიაში თავისი პასუხისმგებლობა ყველას უნდა ჰქონდეს გადანაწილებული,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, მმართველ პარტიას ნამდვილად სჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური ცვლილებები.

„ჩემი გადასახედიდან, არ შეიძლება, მხოლოდ არჩევნების პერიოდში აქტიურდებოდეს პოლიტიკური პარტია და ისიც არ შეიძლება, რომ პარლამენტში ეცნობოდნენ ერთმანეთს ადამიანები, რომლებიც ერთი პარტიის სახელით შემოდიან. როგორც წესი, პარტიიდან უნდა იზრდებოდნენ ხოლმე კადრები, გარკვეულ ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს მათი ეტაპობრივი ზრდა და პარლამენტში ერთმანეთს არ უნდა ვეკითხებოდეთ: უკაცრავად, თქვენ საიდან ბრძანდებით? ადრე რას საქმიანობდით? ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის და დამერწმუნეთ, ასეთი პოლიტიკოსების ან პოლიტიკოსობის მსურველთა ერთმანეთთან გაზავება შეუძლებელი ხდება,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები