LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა

118
მთავრობა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს იური შულეიკოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

„ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის როლს სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის თვალსაზრისით.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეშვიდე სხდომის გამართვის მნიშვნელობა, ქვეყნებს შორის აქტუალური ეკონომიკური საკითხების განხილვის თვალსაზრისით.

ისაუბრეს ტურიზმის სფეროში არსებულ დადებით დინამიკასა და საქართველოში ბელარუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g