LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას – ახლა ზუსტად მივხვდი, რომ თქვენ კაბინეტი მართლა ოთახი და ოფისი გგონიათ

169
kobaxidze55555_2018-12-27_2xsjTeHaFQtccZ

როგორც კონსტიტუციაში ვერ გაერკვიეთ, ასევე კაბინეტშიც ვერ გაერკვიეთ ქალბატონო ეკა. კაბინეტი ის არ არის, რისი დატოვებაც თქვენ მოგიწიათ ცოტა ხნის წინ,- ასე უპასუხა ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას კითხვას პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის შესახებ.

ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა კითხვით, რას ნიშნავს, როდესაც კანონპროექტს ავტორად პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი აწერია და ვინ არიან ამ კანონპროექტის ავტორები.

დეპუტატის კითხვის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არის კომიკური შეკითხვა.

„ქალბატონო ეკა, კაბინეტი ოთახი ხომ არ გგონიათ შემთხვევით თქვენ? კომიკური შეკითხვაა. ყველამ კარგად იცის, ვინც არის ავტორი და კაბინეტი ეტყობა ოფისი გგონიათ, თუ ოთახი გგონიათ თქვენ ეტყობა”,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები