LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება, სალომე ზურაბიშვილმა კი აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი“

145
კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის მხრიდან შეტანილ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა და აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი:

იაგო ხვიჩია ზურაბიშვილის სარჩელზე: „რა შეიცვალა? საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ არ არის? მაგან არ გამოაცხადა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად? ზუსტად ასე არ შეუძლია, რომ გამოაძვრინოს „ქოცები“?

„მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია უბრალოდ იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ამის მტკიცება არის უბრალოდ შეუძლებელი.

ერთი დადებითი მხარემ რაც ამ სარჩელს აქვს, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია.

იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი. თავადვე აღიარებს ამ ფაქტს, რაც არის ძალიან კარგი.

ნინო წილოსანი: „თავად სალომე ზურაბიშვილია არაკონსტიტუციური სუბიექტი – მას არც მორალური უფლება აქვს და არც სამართლებრივი-იურიდიული კვალიფიკაცია ჰყოფნის“

„ის, რომ ზურაბიშვილთან თავმოყრილი ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, ადასტურებს, რომ კონსტიტუციის მიმართ მისი იგნორი მხოლოდ პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა“.

რაც შეეხება სარჩელს – კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივლისს შევიდა.

პრეზიდენტი სარჩელში მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო.

magti 5g