LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

124
პრემიერის შეხვედრა ნაკრებთან

საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე, თბილისის მერთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმა ნაკრების ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა.

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ნაკრების ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, ქვეყანა მათი გამარჯვებით კიდევ არაერთხელ იამაყებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება“- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. მთავრობის…

Posted by საქართველოს მთავრობა on ოთხშაბათი, 04 სექტემბერი, 2024
mazda magti 5g