LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: მორგოშია რომ სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი იყოს, აქამდე დაიჭერდნენ

204
მორგოშია და კობახიძე

„მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ, მე ასე მგონია. ჩემი პრეროგატივა ეს არ არის, მაგრამ ეს ასე იქნებოდა“, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ძალადბრივი დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიასთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას მედიაზე გახშირებული თავდასხმების შესახებ.

დღეს გამართულ კობახიძეს შეახსენეს, რომ 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან.

„თქვენ იცით რომელიმე ორგანიზატორის სახელი და გვარი, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? ერთის სახელი და გვარი მითხარით… და რა გააკეთა პირობითად მორგოშიამ?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტების რეპლიკაზე კი, რომ ძალადობრივი ჯგუფის ლიდერებმა მოწოდებები და ორგანიზება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს, კობახიძემ უპასუხა:

„მე ახლა ამაში ვერც შევალ, რადგან ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა, მაგრამ იმ სტანდარტით რომ წავყვეთ ჩვენ გამოძიებას, რა სტანდარტითაც თქვენ გინდათ, საუბარია მახარაძის და მორგოშიას დასჯაზე, ამ შემთხვევაში, მაშინ გამოვა, რომ ნახევარი პოლიტიკური სპექტრი იქნება დასაჭერი“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე გაიხსენა პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას მიერ 5 ივლისს წარმოთქმული ფრაზა, რომელიც მისი შეფასებით, არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

„რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცა მედიაზე ძალადობს თუ პოლიტიკოსებზე? აქ საუბარია სისხლის სამართლის სტანდარტებზე. სისხლის სამართლის სტანდარტი იცით რა არის? და მორგოშიამ რა თქვა? მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ, მე ასე მგონია. ჩემი პრეროგატივა ეს არ არის, მაგრამ ეს ასე იქნებოდა.

მაგრამ არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს თავისი მტკიცებულების სტანდარტი და უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის გამონათქვამს აქვს მიზეზობრივი კავშირი შემდეგ ძალადობასთან. და მორგოშიას ფრაზა არსებობს, სადაც ის მოუწოდებს? რისკენ?! – „ახლა თქვენ უნდა დაიძრათ „სირცხვილიას“ ოფისისკენო“. – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g