LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ ორ დღეში ორჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი

144
ირაკლი კობახიძე

ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ ორ დღეში ორჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აქციების მთავარმა ორგანიზატორმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კანონი არავითარ სტიგმატიზაციას არ იწვევს და კანონში არაფერი ცუდი არ არის.

„გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას“ – „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი, თანამდებობას ტოვებს

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და კარგია, თქვენ იცით, რომ სირცხვილი“ იყო იმ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლითაც ხდებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაპროტესტება და საბოლოო ჯამში, მთავარმა ორგანიზატორმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კანონი არავითარ სტიგმატიზაციას არ იწვევს და კანონში არაფერი ცუდი არ არის, მათ შორის, კანონი არავითარ შეზღუდვებს არ აწესებს. ეს დაადასტურა გუშინ საკუთარი პირით „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა. რაც მოხდა დღეს, ესეც ძალიან საინტერესოა. თქვენ იცით, რომ ორგანიზაცია „სირცხვილია“ თავად არის საქართველოში ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი შემომტანი და გუშინ ისინი თავად გახდნენ ლიბერალური ფაშიზმის მსხვერპლი, ამის გამო მოუწიათ იმ გადაწყვეტილების გადახედვა, რომელიც გუშინ მიიღეს. აქედან ჩანს, რა მძიმე ძალაა ის ძალა, რომელსაც უწევს საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი იდეოლოგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. სიძულვილი, აგრესია, ფაშიზმი, ეს არ არის საქართველოსთვის მისაღები მოვლენა. შესაბამისად, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც უნდა აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“, არის სწორედ ეს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი, სიძულვილი, აგრესია, ქართველებისთვის ეს არ არის შინაგანად მისაღები მოვლენა“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე“ გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g