LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „რუსთავში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ერთად გავხსენი..4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ UFC-ის ქამარს რუსთავში ჩამოიტანდა არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია“

177
ილია თოფურია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ერთად გახსნა.

ინფორმაცია კობახიძის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

„რუსთავში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ერთად გავხსენი.

4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ UFC-ის ქამარი იქნებოდა რუსთავში და ამ ქალაქში მას ჩამოიტანდა არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია.

რუსთავი ღირსეული, ნიჭიერი ხალხით გამორჩეული ქალაქია და ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ილია თოფურია.

სპორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბევრი თვალსაზრისით; ის ნიშნავს ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორად აზროვნებას და მავნე ჩვევებისგან ადამიანების დაცვას. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სპორტის განვითარებას. დღევანდელი დღე ამის გამოხატულებაა,“ – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები