LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა სასწავლო პროგრამაში – ტექნიკური პროფილის არმქონე პროგრამები მომავალი ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში“

146
ირაკლი კობახიძე

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 90-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობა თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა.

კობახიძის განცხადებით, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი ორი წლის განმავლობაში მილევად რეჟიმში დარჩება:

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 90-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა. სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g