LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არ ვთვლი – გედევან ფოფხაძე

135
გედევან ფოფხაძე

ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არ ვთვლი, ჩემთვის ის გადაყენებულია, – ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის თავმჯდომარეზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად შეიძლება დღის წესრიგში დადგეს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი.

გედევან ფოფხაძის თქმით, საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა არ არის გამორიცხული, პოზიციების შეჯამების შემდეგ მოითხოვონ ირაკლი კობახიძის გადაყენება.

“მე მიმაჩნია ირაკლი კობახიძე, რაც პარლამენტის თავმჯდომარეა, ყველაფერს აკეთებდა იურიდიულ კომიტეტში, რომ გაემყარებინა იმ ადამიანების პოზიცია, ვინც შემდეგ ლობირებდნენ მისამართლეების სიას. ამის გარდა, ის ბოლო პერიოდში, როცა სია იყო წარმოდგენილი, მიზანმიმართულად, მაქსიმალურად ცდილობდა ამ სიის გასვლის უზრუნველყოფა მოეხდინა. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს, დღეს ეს არ მგონია აქტუალური იყოს, მაგრამ შესაძლოა, დღის წესრიგში დაისვას. ეს დამოკიდებული იქნება პოზიციების შეჯერებაზე, თუმცა გეტყვით, რომ ჩემთვის ის გადაყენებულია. პარლამენტის თავმჯდომარედ მას არ ვთვლი. ჩემთვის მიუღებელია მისი პოლიტიკური, მორალური და ადამიანური ქცევა და დამოკიდებულება პარლამენტისა და კოლეგებისადმი,” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g