LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კუპრაძე – საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ, ვემზადებით სრული მობილიზებისთვის – ბრძოლა იქნება ბოლომდე

129
irakli-kupradze

“საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. ხვალინდელი ღონისძიება იგეგმება, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! მაქსიმალურად ვემზადებით, სრული მობილიზებისთვის“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ოპოზიციის საკოორდინაციო შეხვედრას სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. კუპრაძის თქმით, “ძლიერი საქართველოს” შტაბში გამართულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრები.

„საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. ხვალინდელი ღონისძიება იგეგმება, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! მაქსიმალურად ვემზადებით, სრული მობილიზებისთვის, მათ შორის მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომელიც ამტკიცებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიისაკუთრა, გააყალბა არჩევნები და სამწუხაროდ, ამაში მრავალი ათასი ადამიანი ჩართული ჰყავდა. ბრძოლა ბოლომდე იქნება, არ ვაპირებთ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და პარლამენტში შესვლას“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, „გაყალბებულ არჩევნებს არავინ მიანიჭებს ლეგიტიმაციას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g