„ირაკლი მიმინოშვილმა სასამართლო დარბაზში სთხოვა ხელი შეყვარებულს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი წერს.
მისივე თქმით, ირაკლიმ რჩეულისგან თანხმობა მიიღო.
„- ცოლად გამომყვები?
– კიო, კიო. დარბაზიდან დაუდასტურეს. ხმა არ გაგვიგია, გარკვევით და
მოსამართლე: თუ პასუხს ელოდები მივიტანთ მიკროფონს და მოვისმინოთო.
გავიგე და მიყვარხარო ❤️“, – წერს სალომე ჩადუნელი.
„მოკითხვები ყველას, პირველ რიგში ჩემ ოჯახს, მინდა იცოდეთ, მე კარგად ვარ, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გამო გამოდიან გარეთ და ერთი დღეც არ ჩაუგდიათ. ამ განვლილი 3 თვის მანძილზე მიფიქრია ადამიანების ფასეულობებზე და იმაზე, რომ ჩემ გარშემო როგორი ადამიანები მყავს, მივხვდი, რომ საუკეთესო ხალხია ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს, რადგან სულ გვერდში მიდგანან. დედა მიყვარხარ, ლიზა მიყვარხარ და ნინი, ცოლად გამომყვები?“ – თქვა მიმინოშვილმა.
ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 8 პირი დააკავა. ირაკლი მიმინოშვილს და კიდევ სამ პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
რაც შეეხებათ, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს, მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან და 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.