თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მოტროსოვის ციხიდან ირონიულ პოსტს აქვეყენებს.
“რატომღაც მაინც დარწმუნებული ვარ,რომ ივანიშვილი და ქართული ოცნება დავით გარეჯის პრობლემასაც გადაწყვეტს,ცხინვალსაც და აფხაზეთსაც დაიბრუნებს და ნატოშიც შეგვიყვანს.უბრალოდ ამისთვის შეიძლება დაახლოებით 200წელი დასჭირდეთ,რადგან ჯერ ბაკურიანის და გუდაურის წყლით მომარაგების პრობლემების გადაჭრას სწავლობენ?”-წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=841275932990938&id=100013256162543
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაავეს. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას.
