LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი პეტრიაშვილი მსოფლიო პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

80
ირაკლი პეტრიაშვილი

მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) მეხუთე კონგრესზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მსოფლიო პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტად და აღმასრულებელი კომიტეტის ტიტულარულ წევრად აირჩიეს.

„მსოფლიო პროფკავშირებს ჰყავს ახალი გენერალური მდივანი, რომლის საარჩევნო კამპანიაში, წარდგენაში, არჩევაში დიდი წვლილი მიგვიძღვის. ვულოცავ ლუკა ვისენტინის. ასევე, გვყავს ახალი გუნდი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება წარმოდგენილია ყველა დონეზე, როგორც მსოფლიო პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტად, ისე, გენერალურ საბჭოში, აღმასრულებელ კომიტეტში, იმ რვა „ტიტულარულ წევრში“ ევროპიდან, რომელიც მსოფლიო პროფკავშირებს მართავს. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მშრომელებს ექნებათ წვდომა და სარგებლობის საშუალება იმ საქმიანობით, რასაც მსოფლიო პროფკავშირები ეწევა დასაქმებულთა უფლებების განმტკიცების თვალსაზრისით. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

კონგრესზე, ასევე მსოფლიო პროფკავშირების ქალთა კომიტეტის წევრად გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი აირჩიეს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების (GTUC) თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ასევე გახლავთ მსოფლიო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტი.

მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) მეხუთე კონგრესი “ახალი სოციალური კონტრაქტი ყველასთვის“ ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში მიმდინარეობს და დღეს სრულდება.

magti 5g