LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქორიძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა – ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ელის

96

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის,  ირაკლი ქორიძის მიმართ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 -თვიანი  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ რეანიმობილით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ცნობილი ექიმების ოჯახის წევრი, ირაკლი ქორიძე 2 დღის წინ დააკავეს.

შსს-ის ცნობით, ქორიძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის საზღვარზე უკანონოდ გადმოსატანად გეგმა წინასწარ შეიმუშავა.

900 აბი ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის სქემაში მონაწილეობისთვის ბრალს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალასაც“ წარუდგენენ. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მას უნდა გადაეცა თურქეთის ტერიტორიაზე ჯგუფის მესამე წევრისთვის წინასწარ შეძენილი ნარკოტიკი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები