LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ მოკლა ჩემი შვილი – ზაზა სარალიძე

85

“ირაკლი შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ მოკლა ჩემი შვილი,” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

მისი თქმით, მას სისტემა დაუპირისპირდა.

„შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი. სისტემა დამეჯახა მე, ამ სისტემას მე ქართველი ხალხის გვერდით დგომით დავაგნგრევ. ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g