LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: არ იციან, რომ ის კაცი იქ არ ცხოვრობს, ვის ატყუებენ, თავს იტყუებენ, თუ თავიანთ მხარდამჭერებს ატყუებენ?!

335
BeFunky-collage (1)

„ნაცებმა” გაშალეს თავისი 100-კაციანი არმია, ფლანგები და ფრონტის ხაზი. მგონი, დაწინაურდა ხაბე, რადგან უფრო მეტი მხარდამჭერი მიჰყავს. თუ არ ვცდები, მას ჩვიდმეტით მეტი მხარდამჭერი შეხვდა. რეალურად, წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ. სულ არ აინტერესებთ ის, ვისაც ამ აქციას უძღვნიან”,-ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ ენმ-ის სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუას მიაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” საერთოდ არ ადარდებს მიხეილ სააკაშვილი, ისინი უბრალოდ წინაა საარჩევნო აქციას აწყობენ,

მისივე თქმით, სინამდვილეში, მათი ერთადერთი ამოსავალი არის, რამენაირად, ყველანაირი მეთოდით თავიანთ პარტიაში მოაწყონ გადატრიალება, თავიანთ პარტიაში ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ იმ ჯიგარის ფულები გადაინაწილონ

„ნაცებმა“ გაშალეს თავისი 100-კაციანი არმია, ფლანგები და ფრონტის ხაზი. მგონი, დაწინაურდა ხაბე, რადგან უფრო მეტი მხარდამჭერი მიჰყავს. თუ არ ვცდები, მას ჩვიდმეტით მეტი მხარდამჭერი შეხვდა. რეალურად, წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ. სულ არ აინტერესებთ ის, ვისაც ამ აქციას უძღვნიან. მათი ინტერესი არ არის, ის როგორ იქნება, იკვებება, აქვს თუ არა სამედიცინო სერვისი. მათი ერთადერთი ამოსავალი არის, რამენაირად, ყველანაირი მეთოდით თავიანთ პარტიაში მოაწყონ გადატრიალება, თავიანთ პარტიაში ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ იმ ჯიგარის ფულები გადაინაწილონ. მათ არ აინტერესებთ არც სააკაშვილის ჯანმრთელობა და არც ქვეყნის ინტერესები. მათ რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა აინტერესებდეთ, ეტყოდნენ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა თუ რაღაცაა და ექიმების რჩევას დაექვემდებაროს, ჯანმრთელობას მიხედოს. მათი ინტერესის სფეროა, როგორ მიითვისონ კეზერაშვილის ფულები. იმ ჯიგარმა იქიდან ბრძანა, რომ ვინც თავმჯდომარე იქნება, მასთან ექნება ფულადი გაცვლა-გამოცვლები. ამიტომაც არის, რომ ბრძოლობს ხაბე „მხარმოკლე“ და მელია სამეგრელოდან.

აქცია ერთ ადგილზე რომ გამართულიყო, მაშინ „ნაცებისთვის“ არ იქნებოდა ცალსახა, რომელი ფლანგია ლიდერი, რომელია რეალურად ლიდერი, თორემ იქ რომ ჰკითხო, ყველა ლიდერია. მე მაინც მგონია ხაბე „მხარმოკლე“, როგორც მან თქვა, „ნაცების“ დნმ აქვს და უფრო მისკენ ვიხრები, ვინც ჭეშმარიტი „ნაცები“ არიან, უფრო ხაბეს უნდა შეუერთდნენ. კითხვა მაქვს, იმ ცარიელ სასახლესთან რომ ადიან, უმალავენ და არ იციან, რომ ის კაცი იქ არ ცხოვრობს? სულ სხვაგან ცხოვრობს თავისი ოჯახით. ვის ატყუებენ, თავს იტყუებენ, თუ თავიანთ მხარდამჭერებს ატყუებენ. ვერ ვხვდები, თავს ასე რატომ იმასხარავებენ“, – განაცხადა ზარქუამ.

ზარქუას განცხადებით, საზღვარგარეთ დაგეგმილი აქციები, იმ ლობისტური ჯგუფის სცენარის ნაწილია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახს ჰყავს დაქირავებული.

„მათ შორის არიან ამ ლობისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები. გადახდილია და ახლა 3-5 კაცის მოძებნა ყველგან შესაძლებელია. იქ დადგებიან და დაიწყებენ ყვირილს – ნუ კლავთ, ნუ კლავთ. პირიქით, თავიანთი ამ მიდგომით და დამოკიდებულებით ახალისებენ იმ ადამიანს. პატიმარი სააკაშვილი ლუქს პალატაშია წამოწოლილი და ვერ ვხვდები, რას უკავშირდება კიდევ პრეტენზიები. ვერ დასვეს დიაგნოზი, რას სჭირს. ამ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, როგორც აქამდე შევინარჩუნეთ, როგორც 2022-ში შევინარჩუნეთ, ისევე შევინარჩუნებთ 2023-ში. ვინმე გაბედავს და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამს, ზუსტად ადეკვატურად მოექცევიან და იქნებიან იქ, სადაც საჭიროა“, – განაცხადა  ზარქუამ.

შეგახსენებთ, დღეს, 4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება,  აქციები 18:00 საათზე დაიწყება.

 ხაბეიშვილი:კანცელარიასთან და შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან შევიკრიბებით, უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი

ენმ ხაბეიშვილზე: უნდა გვაერთიანებდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა, სამწუხაროა, რომ ინდივიდები ამ საკითხს გასახლეჩად იყენებენ – 4 იანვარს აქციები გაიმართება არა 2, არამედ 8 მდებარეობაზე

 

 

პოპულარულები