მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18 საათზე გამოვალთ ჩვენ ქალაქებში, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“2022 წელი იყო ერთ-ერთი უმძიმესი წელი საქართველოსა და მისი მეგობარი უკრაინისათვის.
ეს წელი უკრაინისათვის შევა ისტორიაში, როგორ ბრძოლის, მედგრად დგომისა და გამარჯვებისკენ სვლის წელი.
ხოლო საქართველოსათვის, როგორც წელი, როდესაც ქვეყანა აღმოჩნდა ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა არჩევანის კეთება უწევს სინათლესა და სიბნელეს, მომავალსა და წარსულს, ევროპასა და რუსეთს, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.
2023 წელი უნდა იყოს ბრძოლისა და გამარჯვების წელი.
2023 წელი უნდა დავიწყოთ სოლიდარობით და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენით!
სწორედ ამიტომ, სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18 საათზე გამოვალთ ჩვენ ქალაქებში თბილისსა და ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, რუსთავსა და გორში, თელავსა და ოზურგეთში. გამოვალთ და მივაწვდენთ ჩვენს გზავნილს ცივილიზებულ მსოფლიოს!
#savemisha”, – წერს მელია.
ამავე თემაზე:
სააკაშვილი: ჩემი „პალატის“ ფანჯრები სქელი ფირითაა დალუქული.. მზის სხივი შვიდი თვეა არ მინახავს
“ჩვენ გვაქვს გეგმა მიხეილის დასახმარებლად” – მარკ ფეიგინი