LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: ხვალ კანცელარიასთან და შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან შევიკრიბებით, უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი

181
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

„4 იანვარს, 18:00 საათზე, მარკ ფეიგინის ინიციატივას ვუერთდებით საქართველოში 2 ლოკაციაზე, ეს არის სახელმწიფო ადმინისტრაცია და შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლი, 2023 წელს რუს ოლიგარქთან ერთად უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად” – მარკ ფეიგინის მიმართვა მსოფლიოს

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ევროპას შორის კარში ბიძინა ივანიშვილი დგას.

„თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა 2023 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევა და უნდა ვიმარჯვოთ ქართველმა ხალხმა, რათა დავიმკვიდროთ ისტორიული ადგილი ცივილიზებულ სამყაროში, ევროპაში, სადაც რუსი ოლიგარქის და ბოროტების გარეშე გველოდებიან. მსოფლიოს, მშვიდობის მტერი, ტერორისტი პუტინი გარდაუვალად დამარცხდება თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლ ხალხთან უკრაინაში და ჩვენ ამ გამარჯვების თანამონაწილეები უნდა ვიყოთ, საქართველოს გაერთიანება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს, მაგრამ მანამდე, ჯერ შიდა მტერთან, რუს ოლიგარქთან მოგვიწევს გამკლავება, რათა მოვახერხოთ საქართველოს გათავისუფლება ამ ბოროტი ძალისგან.

შესაბამისად, ხვალ, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის და მხარდასაჭერად უნდა შევიკრიბოთ თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან, 18:00 საათზე და ასევე 18:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. კანცელარიიდან ხვალ, ასევე გვექნება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლთან და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მთავარი ბოროტების წყარო საქართველოში, ჩვენსა და ევროპას შორის კარებში გაჩხერილი ბიძინა ივანიშვილია და 2023 წელს რუს ოლიგარქთან ერთად უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18 საათზე გამოვალთ ჩვენ ქალაქებში” – მელია

„პენიტენციური სისტემა წამებით მკლავს ტყვეობაში“ – მიხეილ სააკაშვილი მარკ ფეიგინს და ალექსეი არესტოვიჩს მიმართავს

სააკაშვილი: ჩემი „პალატის“ ფანჯრები სქელი ფირითაა დალუქული.. მზის სხივი შვიდი თვეა არ მინახავს

“ჩვენ გვაქვს გეგმა მიხეილის დასახმარებლად” – მარკ ფეიგინი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები