LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „ბოკუ-ჭიჭე“ ამათი სიმბოლოა – „ხაბე“, ახია შენზე, მაგრამ ვაფრთხილებდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი“

176
ირაკლი ზარქუა, ლევან ხაბეიშვილი და თინა ბოკუჩავა

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა პარტიაში არის განფენილი, „ლუზერები“ არიან. ჩემი „ხაბე“ დამიჩაგრეს – „ხაბე“, ახია შენზე, მაგრამ ვაფრთხილებდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას აღნიშნა, მათი მიდგომა სიძულვილის ენაა.

„კოლექტიური„ნაცმოძრაობა“ განფენილია სხვადასხვა პარტიაში. იმდენად „ლუზერები“ არიან, რომ ძმა ძმას არ უჭერს მხარს და სხვა პარტიაში გადაბარგდა – ერთი ძმა აკადემიურია, მეორე ჩახდილი. „ლუზერები“ არიან.

„გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გამარჯვებისთვის“ – რა სიახლეებს აანონსებს დღეს თინა ბოკუჩავა და როდის მოხდება „ოპოზიციურ ფრონტზე“ გაერთიანება

„გვაქვს პრეზენტაცია, რომელსაც ექნება ყრილობის კომპონენტი და გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის, გამარჯვებისთვის“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

გაგიგიათ, ძმა გყავდეს და სხვა პარტიაში იყოს? იციან რასაც წარმოადგენენ – გაკოტრებული და ნული არიან. მათი მიდგომაა სიძულვილის ენა და ვაშაძის მანჭვა-გრეხა. ათი ახალგაზრდა ჰყავს – ხუთს ხუთიანის ფორმას აცმევს, მეორე ხუთს გახდის და იძახის, „ახალგაზრდებოო”, სირცხვილია, კომედიაა.

ამ დონეზე არიან დაცემული – „ბოკუ-ჭიჭე“ ამათი სიმბოლოა. ჩემი „ხაბე“ დამიჩაგრეს. „ხაბე“, ახია შენზე, მაგრამ ვაფრთხილებდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g