პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, მის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შემდეგ, პარლამენტის ეზოში ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებდა ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ირაკლი ზარქუამ განაცხადა:
„დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. მონაკოში ვიმყოფები და, სამწუხაროდ, კომენტარს ვერ მოგცემთ. აბა, მაგრად იყავით“.
ცნობისათვის, აღნიშნული კადრები სოციალურ ქსელში გუშინ, Carspotter Daily Monaco-მ გამოაქვეყნა.
