LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „გინდათ მათქმევინოთ, რომ ელჩი დანიგანი არ დაემორჩილა ადმინისტრაციას, რადგან ტრამპის წერილი არ გამოაქვეყნა და ამის გამო იძულებული გახდა წასვლის გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ამას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ“

124
ირაკლი ზარქუა და რობინ დანიგენი

„წავიკითხეთ, რომ ელჩი დანიგანი პენსიაზე გავიდა. მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეში მას შეეძლო დადებითი როლი შეესრულებინა, თუმცა სამწუხაროდ, მან ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

აღნიშნულით იგი საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისია, რაც დანიგანს და ზოგადად, ელჩებს აქვთ და რომელიც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გაუგებრობის აღმოფხვრას გულისხმობს, მან ვერ შეასრულა.

„მინდა პენსიაზე წარმატება ვუსურვო. მგონია, რომ მისია, რაც მას და ზოგადად, ელჩებს აქვთ, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღება და გაუგებრობის აღმოფხვრაა, რაც სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო. ახალ ელჩს დაველოდებით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ძალაშია. ამიტომ, გადატვირთვის პოლიტიკას ველოდებით“, – განაცხადა ზარქუამ.

დასმულ კითხვაზე კი, რამდენად შეიძლება დანიგანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს იმას, რომ საელჩომ დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილი წერილი არ გაასაჯაროვა, ზარქუამ უპასუხა, რომ ამას არც დაადასტურებს და არც უარყოფს.

„ჩვენი პოზიცია ღია და მკაფიო იყო და არის ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. ვთქვით, რომ საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, ღირებულებები და ქართველ ხალხს თავისი დაკვეთა აქვს, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ეს არის ღირსება, კულტურის, ისტორიისა და ინტერესების პატივისცემა.

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს: „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე – ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“

ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ ამ შემართებით მოვიდა, რომ უპირველეს ყოვლისა ამერიკის ინტერესები იყოს. ასე ვართ ჩვენც, ადმინისტრაციებს შორის ბევრი საერთო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ამის გადაკვეთა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

თქვენ გინდათ, მათქმევინოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ დაემორჩილა საელჩო-ელჩი და იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია რა იყო? – ჩვენს პრეზიდენტს მიულოცა და მერამდენე დღეა, წერილი არ გამოაქვეყნეს, რაც მათ ავალდებულებთ. გინდათ, ეს მათქმევინოთ, მაგრამ ამას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ“. – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

⭕ აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის ს განცხადებაშია…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Thursday 5 June 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g