LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს – დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის“ – დონალდ ტრამპი

166
დონალდ ტრამპი

„ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს. ის აღარ იქნება გამოყენებული მსოფლიოს წინააღმდეგ იარაღად!“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღევანდელი დღე „დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის“.

„კიდევ ერთხელ! ეს შეთანხმება არანაირად არ არის დაკავშირებული ლიბანთან, მაგრამ ჩვენ გავხდით ლიბანს კვლავ დიდებულს!“- წერს ტრამპი.

მისი მტკიცებით, ირანმა, აშშ-ის დახმარებით, განახორციელა და ახორციელებს გამნაღმვით სამუშაოებს.

„ირანმა, მოაშორა ან ახლა აშორებს ყველა საზღვაო ნაღმს!“- წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის პაკისტანს და პრემიერ-მინისტრსა და ფელდმარშალს, ასევე საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს დახმარებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g