LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის დიქტატორს მესიჯით მინდა მივმართო: ისრაელის შუქი არასოდეს ჩაქრება – ბენიამინ ნეთანიაჰუ

96

„ვიდრე ირანის რეჟიმი ცდილობს, ისრაელი გაანადგუროს, ისრაელი ირანის ყველაზე მრისხანე მტერი იქნება,“ – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, განაცხადა.

კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე, თეირანიდან ტარტუსამდე, ახლო აღმოსავლეში ირანული ფარდა ეშვება. ირანი ერაყში, სირიასა და ლიბანში ტირანიასა და ტერორს ავრცელებს. ირანი პირობას დებს, რომ ისრაელის შუქს ჩააქრობს. დღეს ირანის დიქტატორს, აიათოლა ხამეინის, მარტივი მესიჯით მინდა მივმართო: ისრაელის შუქი არასოდეს ჩაქრება,“  – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, ის, ვინც ისრაელს მოსპობით ემუქრება, თავს სასიკვდილო საფრთხეში იგდებს.

ისრაელი თავის თავს დაიცავს. ჩვენ ვიმოქმედებთ, რათა ირანმა სირიაში მუდმივი ბაზები არ განალაგოს და ჩრდილოეთით ჩვენი საზღვრების გასწვრივ ტერორის ახალი ფრონტი არ გახსნას,“ – აღნიშნა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

თავის გამოსვლაში ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე მიმართა ირანელ ხალხს და აღნიშნა, რომ ისინი არა მტრები, არამედ მეგობრები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g