LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში მიწისძვრის დროს დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

142

ირანში მიწისძვრის დროს დაშავებულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მიწისძვრის შედეგად დაშავებული 32 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 60-ზე მეტს კი ამბულატორიული დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილობრივებს ამ დრომდე არ მიეწოდებათ ელექტროენრგია. დაზიანებულია საკომუნიკაციო არხები.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:30-ზე მოხდა.

ერაყისა და ირანის საზღვართან 7,2 მაგნიტუდის სიმძლარის მიწისძვრა 2017 წლის 12 ნოემბერს მოხდა. ეპიცენტრი ერაყის ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრის მოშორებით 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. დაღუპულების რიცხვმა მაშინ 600-ს გადააჭარბა.

2013 წელს 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრამ ირანის ისტორიულ ქალაქ ბამში 26,000 ადამიანი იმსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები