LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 550-მდე გაიზარდა

1543208962-FB_IMG_1543208688560

ირანის ქერმანშაჰის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 550-მდე გაიზარდა. 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვართან მოხდა.

ერაყის ტელეკომპანია Rudaw-ის ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, სადაც ერთი ადამიანია დაღუპული.

მიწისძვრის ეპიცენტრი ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 150 კილომეტრში, ირანის ქალაქ სარპოლიდან კი 40 კილომეტრში დაფიქსირდა.

ირანის ხელისუფლებამ ქერმანშაჰის პროვინციაში სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო ერთ წელიწადში ირან-ერაყის საზღვართან სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები